ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა - 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. დინამოელთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს თბილისის „დინამოს“ თასის მოპოვებას და ვეტერან ფეხბურთელებს, უდიდესი გამარჯვების შემოქმედებს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებს!
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო