https://www.facebook.com/sportiyvelasatvis);

ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტული მედიცინის ექიმების რჩევები;

ფოტოკონკურსი #BeActiveAtHome;

სპორტული თემატიკის ვიქტორინები.

#BeActive-ის კეთილი ნების ელჩები არიან: 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში - კახი კახიაშვილი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში - მაია აზარაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის - ნინა თიბილაშვილი.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
#BeActiveAtHome - ევროკომისიის ინიციატივას საქართველო შეუერთდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროკომისიის მიერ ინიცირებული ონლაინ კამპანია დაიწყო.

კამპანიის #BeActiveAtHome მიზანია პანდემიის პერიოდში ადამიანებმა მეტი დრო დაუთმონ ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ევროკომისიის ინიციატივას ევროკავშირის წევრი და რამდენიმე არაწევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო შეუერთდა. კამპანიაში მონაწილეობენ სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული მედიცინის წარმომადგენლები.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 21:30 საათზე, LIVE ინტერვიუები ცნობილ სპორტსმენებთან (ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/sportiyvelasatvis);

ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტული მედიცინის ექიმების რჩევები;

ფოტოკონკურსი #BeActiveAtHome;

სპორტული თემატიკის ვიქტორინები.

#BeActive-ის კეთილი ნების ელჩები არიან: 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში - კახი კახიაშვილი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში - მაია აზარაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის - ნინა თიბილაშვილი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო