ევროპის საბჭოს ონლაინ საგანმანათლებლო კურსი - „ადამიანის უფლებები სპორტში“
ევროპის საბჭო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, აკადემიურ პერსონალსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სთავაზობს ონლაინ საგანმანათლებლო კურსს (HELP ‘Human Rights in Sport’) სპორტში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.
ონლაინ კურსი 10-12 საათისგან შედგება და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- შესავალი
- სპორტული არბიტრაჟი და სამართალწარმოება
- კონფიდენციალურობა
- ცხოვრება და უსაფრთხოება
- თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება
- დისკრიმინაციის აღმოფხვრა
- ანტი-დოპინგი და ადამიანის უფლებები
- სპორტული მანიპულაციები და ადამიანის უფლებები
- სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოება, დაცულობა და ადამიანის უფლებები
პროგრამა შემუშავებულია ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებათა და სპორტის დეპარტამენტის მიერ. მოდულების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ონლაინ სერტიფიკატს მიიღებენ.
კურსზე დასაშვებად საჭიროა ავტორიზაციის გავლა ბმულზე: http://help.elearning.ext.coe.int
დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციისა და კურსის შესახებ:
რეგისტრაცია: https://vimeo.com/399899070
ნავიგაცია კურსზე: https://vimeo.com/399907112
ონლაინ პლატფორმის გამოყენება: https://vimeo.com/400654984
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და ონლაინ კურსების კატალოგი: https://rm.coe.int/council-of-europe-help-programme-catalogue-of-online-courses/16809e0eb7?fbclid=IwAR0eGAs1LP8YbIVoavcNkqpqZ9UkG_Jx3JAecOQTnd-EWX01k7b7tDfcsRM