ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტის „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა

ქართველი მძლეოსანი, ბირთვის კვრაში ათენისა (2004) და პეკინის (2008) ოლიმპიური თამაშების მონაწილე - მარიამ ქევხიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის უნივერსიტეტის 2020 წლის „დიდების დარბაზის“ (Hall of Fame) წევრი გახდა.

ქართველი სპორტსმენის თქმით, ეს აღიარება მისთვის ამერიკაში გატარებული სპორტული კარიერის უმაღლესი მიღწევაა. ფლორიდის უნივერსიტეტმა ქართველი მძლეოსანი 2007-2010 წლებში მოპოვებული საუკეთესო შედეგებისთვის გამოარჩია. მარიამ ქევხიშვილმა სპორტული კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

მისი სპორტული მიღწევებიდან, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის გარდა, აღსანიშნავია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობა, ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში მოპოვებული გამარჯვებები და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონობა.

ღია სტადიონზე, ქევხიშვილის საუკეთესო შედეგი ბირთვის კვრაში 17.60 მეტრია, დარბაზში კი – 17.83 მეტრი.

მარიამ ქევხიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც ამერიკის საუნივერსიტეტო სპორტში ასეთი მაღალი აღიარება მიიღო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო