#WhiteCard
სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს რამდენიმე კონკურსს:
1. ვიდეო კონკურსი „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი და ატვირთონ საკუთარ Facebook, Instagram ან Twitter-ის გვერდზე, მონიშნონ „საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის / Sport For All“ და დაწერონ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:
კონკურსის აუცილებელი პირობაა 2 ადამიანის გამოწვევა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 3-დან 10 აპრილის ჩათვლით.
დასაწყისში სამინისტრო გამოავლენს 10 ყველაზე შემოქმედებით (კრეატიულ) და საინტერესო ვიდეოს, რომელთა ავტორებიც სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. შემდეგ ეტაპზე ამ ათი ვიდეოდან გამარჯვებულს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, სამახსოვრო საჩუქრებით და სპორტსმენების ავტოგრაფებით.
2. ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (I-XII კლასები)
სკოლის მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნოთ ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
ნამუშევრები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ფეისბუქის გვერდზე. გამარჯვებულებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში (I-IV კლასები, V-IX კლასები, X-XII კლასები) სამინისტრო გამოავლენს. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით. დამატებით ნომინაციაში „სპორტსმენის რჩეული ნახატი“, საუკეთესო ნახატის ავტორს გამოავლენს ცნობილი სპორტსმენი და გადასცემს სიმბოლურ საჩუქარს.
3. ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთა შორის (V-XII კლასები)
სკოლის მოსწავლეებმა, 3-დან 10 აპრილის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე sportdep@mes.gov.ge უნდა გამოაგზავნონ ესე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX კლასები, X-XII კლასები) გამოვლინდებიან და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
გაერო-ს ინიციატივას „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“, საქართველო 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ეს დღე ჩვენს ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ არიან. ასევე, სპორტის დღის აღნიშვნაში ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტული ფედერაცია.
">