ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
5 მარტს, რითმულ ცეკვებში ნაჩვენები მაღალი შედეგის და მეორე ადგილის შემდეგ, ქართულმა წყვილმა თავისუფალი ცეკვების პროგრამაშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და 176.19 ქულით ჯამში მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ რევია-კაზაკოვას წყვილმა რუსეთის წარმომადგენლებს აჯობა, სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კი ამერიკულმა წყვილმა მოიპოვა. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სულ 20 უძლიერესი წყვილი მონაწილეობდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო