www.wingsforlifeworldrun.comსაქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ინფორმაცია მსოფლიო რბენის შესახებ:

Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო მარათონია. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ს არ აქვს განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი.  სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ე.წ. „ფინიშის მანქანა“ 14 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს 34კმ/სთ-ში განავითარებს. გასულ წლებთან შედარებით, „ფინიშის მანქანა“ სიჩქარეს ყოველ ნახევარ საათში მოუმატებს (15:30-14კმ/სთ, 16:00-15კმ/სთ,16:30-16კმ/სთ, 17:00-17კმ/სთ; 17:30-18კმ/სთ, 18:00-22კმ/სთ;18:30-26კმ/სთ,19:00-30კმ/სთ; 19:30-34კმ/სთ). რბენის შედეგები კი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. მონაწილებს და მათ გულშემატკივრებს რეალურ დროში შეეძლებათ საკუთარი შედეგის ნახვა ვებგვერდზე. მსოფლიო რბენის 2 ლოკალური გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2020 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი),  რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები: მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, პარაოლიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, მრბოლელები - მევლუდ მელაძე და დათა ქაჯაია, მოთხილამურე ივა წიკლაური, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, კალათბურთელი რეზი როგავა, მოყვარული მორბენლები - გიგა ძულიაშვილი და თამარ გელაშვილი. სპორტსმენების გარდა, კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები - ელენე კალანდაძე და აჩიკო გულედანი, ტელეწამყვანები: მარიამ ვაშაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნიკა გრიგოლია, ცნობილი სახეები: ქეთი ხატიაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე; ფოტოგრაფი მარი ნაკანი და სხვები.

2019 წელს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებად დასახელდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური, ცხინვალში 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და 2013-2014 წლების ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავდაცვის ატაშის მოადგილე, კანადასა და ავსტრალიაში გამართული „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი;  კაპრალი გიორგი ჯაბახიძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოსამსახურე, 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, 2017-2018 წლებში „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც გასული წლის ზაფხულში 9-თვის ჩვილი გამოიყვანა ხანძრიდან; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი - ვლადიმერ აფხაზავა;

რამდენიმე ფაქტი 2018 წლის მსოფლიო რბენის შესახებ

▶ 2018 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში პირველად დარეგისტრირდა 7000 ადამიანი;

▶ 2018 წელს მსოფლიო რბენა 66 ქვეყნის 200 ლოკაციაზე გაიმართა. ჯამში, 100000-მა მონაწილემ 934,484 კმ-ის დაფარვა შეძლო

▶ 2018 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინა ზარინა (47,45 კმ) და ალექსანდრ ჩებურკინი გახდნენ (74,728კმ) გახდნენ.  ისინი 2019 წელს ავსტრალიაში ირბენენ.

▶გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 89,58 კმ დაფარა.  ქალებს შორის გამარჯვებული კი, ვერე ნუნისი  (53,78კმ) გახდა.

▶2018 წელს საქართველოში ირბინეს სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულმა მორბენლებმა:საქართველოს გამარჯვებული- გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული - სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული -ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული-იოაშა ზაკრჟევსკი (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებული-იანა ხმელევა (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებული ანატოლი ოლეინიკოვი.

სასარგებლო ბმულები:

ინფორმაცია კვლევის შესახებ:  www.redbullcontentpool.com/wingsforlifeworldrun

ფოტო/ვიდეო მასალა: www.redbullcontentpool.com

ღონისძიების ფეისბუქის გვერდი: Wings for Life World Run 2019-Georgia, Kakheti

www.wingsforlifeworldrun.ge

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
5 მაისს საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად

მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 5 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება.

მესამე წელია, საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს მთავრობის სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით იმართება. Wings for Life World Run 2019 წლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფედერაცია სპორტი ყველასათვის, კომპანია რედ ბულის საორგანიზაციო კომიტეტი.

რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვია მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი (სპრინტის მორბენალი, 110 მეტრზე თარჯმორბენალი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული). 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილეები მიხეილ გიორგაძე და შალვა გოგოლაძე, მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი და ფედერაციის სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი, მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ. მათ მსოფლიო რბენის მნიშვნელობასა და ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

2018 წლის დეკემბერში ჟურნალში „Nature and Neuroscience” გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვეიცარიელი მეცნიერები გრეგორი კორტინი (EPFL და CHUV/Unil) და ჟაკლინ ბლოხი (CHUV/Unil). კვლევაში სამი პაციენტი მონაწილეობდა და სამივე მათგანმა შეძლო ხელებისა და საყრდენის გარეშე გავლა. კვლევის პირველ ეტაპზე პაციენტებს ზურგის ტვინში უკაბელო იმპლანტი ჩაუდგეს, რომელიც ელექტრო სტიმულაციით უკავშირდებოდა პარალიზებულ ფეხის კუნთებს. ელექტრო სტიმულაციის კონტროლისთვის მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც მფლობელის ხმაზე რეაგირებს და საჭიროების შემთხვევაში რთავს და თიშავს სტიმულატორს. კვლევიდან რამდენიმე კვირაში პაციენტებმა „ავტონომია“ მოიპოვეს ფეხის კუნთებზე. 5 თვიანი მუდმივი ვარჯიშის შედეგად კი მათ საყრდენის ან ხელის დაუხმარებლად გავლა შეძლეს.  კვლევის შემდეგი ეტაპი ელექტრო სტიმულატორის დაზიანების ადრეულ პერიოდში გამოყენებაა, როცა უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.

2019 წლის მსოფლიო რბენისთვის მონაწილეების რეგისტრაცია  30 იანვარს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.comსაქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ინფორმაცია მსოფლიო რბენის შესახებ:

Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო მარათონია. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ს არ აქვს განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი.  სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ე.წ. „ფინიშის მანქანა“ 14 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს 34კმ/სთ-ში განავითარებს. გასულ წლებთან შედარებით, „ფინიშის მანქანა“ სიჩქარეს ყოველ ნახევარ საათში მოუმატებს (15:30-14კმ/სთ, 16:00-15კმ/სთ,16:30-16კმ/სთ, 17:00-17კმ/სთ; 17:30-18კმ/სთ, 18:00-22კმ/სთ;18:30-26კმ/სთ,19:00-30კმ/სთ; 19:30-34კმ/სთ). რბენის შედეგები კი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. მონაწილებს და მათ გულშემატკივრებს რეალურ დროში შეეძლებათ საკუთარი შედეგის ნახვა ვებგვერდზე. მსოფლიო რბენის 2 ლოკალური გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2020 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი),  რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები: მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, პარაოლიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, მრბოლელები - მევლუდ მელაძე და დათა ქაჯაია, მოთხილამურე ივა წიკლაური, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, კალათბურთელი რეზი როგავა, მოყვარული მორბენლები - გიგა ძულიაშვილი და თამარ გელაშვილი. სპორტსმენების გარდა, კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები - ელენე კალანდაძე და აჩიკო გულედანი, ტელეწამყვანები: მარიამ ვაშაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნიკა გრიგოლია, ცნობილი სახეები: ქეთი ხატიაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე; ფოტოგრაფი მარი ნაკანი და სხვები.

2019 წელს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებად დასახელდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური, ცხინვალში 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და 2013-2014 წლების ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავდაცვის ატაშის მოადგილე, კანადასა და ავსტრალიაში გამართული „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი;  კაპრალი გიორგი ჯაბახიძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოსამსახურე, 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, 2017-2018 წლებში „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც გასული წლის ზაფხულში 9-თვის ჩვილი გამოიყვანა ხანძრიდან; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი - ვლადიმერ აფხაზავა;

რამდენიმე ფაქტი 2018 წლის მსოფლიო რბენის შესახებ

▶ 2018 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში პირველად დარეგისტრირდა 7000 ადამიანი;

▶ 2018 წელს მსოფლიო რბენა 66 ქვეყნის 200 ლოკაციაზე გაიმართა. ჯამში, 100000-მა მონაწილემ 934,484 კმ-ის დაფარვა შეძლო

▶ 2018 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინა ზარინა (47,45 კმ) და ალექსანდრ ჩებურკინი გახდნენ (74,728კმ) გახდნენ.  ისინი 2019 წელს ავსტრალიაში ირბენენ.

▶გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 89,58 კმ დაფარა.  ქალებს შორის გამარჯვებული კი, ვერე ნუნისი  (53,78კმ) გახდა.

▶2018 წელს საქართველოში ირბინეს სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულმა მორბენლებმა:საქართველოს გამარჯვებული- გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული - სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული -ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული-იოაშა ზაკრჟევსკი (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებული-იანა ხმელევა (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებული ანატოლი ოლეინიკოვი.

სასარგებლო ბმულები:

ინფორმაცია კვლევის შესახებ:  www.redbullcontentpool.com/wingsforlifeworldrun

ფოტო/ვიდეო მასალა: www.redbullcontentpool.com

ღონისძიების ფეისბუქის გვერდი: Wings for Life World Run 2019-Georgia, Kakheti

www.wingsforlifeworldrun.ge



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო