ჭაბუკი ძიუდოისტების 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო თურქეთიდან
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ძიუდოში, თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - ანტალიის ევროპის თასზე, 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გოგონებში -63კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ეთერ ასკილაშვილი გახდა. ვაჟებში კი ოთხ წონით კატეგორიაში ქართული ფინალები შედგა.
იხილეთ სრული შედეგები
-63კგ - ეთერ ასკილაშვილი (ოქრო)
-55კგ - გიორგი სარდალაშვილი (ოქრო)
-66კგ - კოტე კაპანაძე (ოქრო)
-73კგ - ჯუმბერ მელაძე (ოქრო)
-90კგ - მიხეილ ჯაფარიძე (ოქრო)
-55 კგ - კაკო ჩაფურიშვილი (ვერცხლი)
-66 კგ - ნოდარ ძამაშვილი (ვერცხლი)
-73 კგ - გიორგი ტერაშვილი (ვერცხლი)
-81 კგ - გიორგი მარმალიძემ (ვერცხლი)
-90 კგ - არჩილ მამულაშვილი (ვერცხლი)
-50კგ - მალხაზ ბანძელაძე (ბრინჯაო)
-60კგ - თენგო ზირაქაშვილი (ბრინჯაო)
-73კგ - ალექსანდრე ლოლაძე (ბრინჯაო)
+90კგ - უჩა ტაბატაძე (ბრინჯაო)
ვაჟებში საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.