ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფიგურული სრიალი: ყვითელაშვილმა ბრინჯაო მოიგო!

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ვაჟი მოციგურავე კონტინენტის პირველობის მესამე ადგილზე გავიდა!

მოკლე პროგრამის შემდეგ ყვითელაშვილი მე-4 ადგილე იყო, თავისუფალში კი მე-3 შედეგი აჩვენა - 163.94 ქულა - და ორჭიდის ჯამში მხოლოდ რუსეთის სახელით მოასპარეზეებს, შარშანდელ ჩემპიონს და წლევანდელი პირველობის გამარჯვებულს, დმიტრი ალიევს და ვიცე-ჩემპიონს არტურ დანიელიანს ჩამორჩა.

ელენე გედევანიშვილის შემდეგ ყვითელაშვილი მეორე ქართველი ფიგურული მოციგურავეა, რომლემაც ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. გედევანიშვილი ორჯერ დაეუფლა ევროპირველობის ბრინჯაოს.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი მაისურაძემ 214.47 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასევე იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. ცეკვებში მათ 67.49 ქულა დაიმსახურეს, მე-12 ადგილზე არიან და მედლებისთვის ბრძოლის შანსი თითქმის აღარ აქვთ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო