ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრები ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ჩაება.
კონტინენტის პირველობა მსოფლიო ჩემპიონატის ერთგვარი საკვალიფიკაციო ტურნირია. წლის მთავარ შეჯიბრებას მარტში კანადის ქალაქი მონრეალი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებში 5 მოციგურავეა: ვაჟთა შორის მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე იასპარეზებენ, გოგონებს შორის ალინა ურუშაძეს ვიხილავთ, წყვილებში კი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას (ცეკვები).
ბოლო დროს ქართველმა სპორტსმენებმა არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმეს: მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა დეკემბრის დასაწყისში ტურინში (იტალია) იუნიორთა გრან პრიზე გაიმარჯვა, მორის ყვითელაშვილმა ზაგრებში (ხორვატია) საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ახლახანს, ლოზანაში, ევროპის III ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კი ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას წყვილმა ჯერ ბრინჯაო, შემდეგ კი ოქროს მედალი მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო