ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფარიკაობა: გივი ანდრიაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვეტერან მოფარიკავეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, არაერთი საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

გივი ანდრიაძე სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ვეტერან მოფარიკავეთა ტურნირებზეც წარმატებით ასპარეზობდა. ასე მაგალითად, 2014 წელს, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ექიმ მოფარიკავეთა ევროპირველობებზე კი ორჯერ მოიპოვა ჩემპიონის წოდება.

სპორტის რაინდის საპატიო წოდება 2003 წლიდან არსებობს. პირველი 5 ლაურეატი იმავე წლის დეკემბერში დაჯილდოვდა, მათ შორის ფეხბურთელი კახი კალაძე, მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი და მოჭიდავეები ლუკა კურტანიძე და მანუჩარ კვირკველია. ამ დროისთვის სპორტის რაინდის საპატიო წოდებას 150-მდე ადამიანი ატარებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო