ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ პრემიერ ლიგის პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. +84 კგ წონითი კატეგორიის ფინალში არქანიამ ირანელი სალეჰ აბაზარი დაამარცხა. პარიზის პირველობაზე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. კარატე ოლიმპიადების ისტორიაში პირველად იქნება საშეჯიბრო პროგრამაში წარმოდგენილი. შესაბამისად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონს, გოგიტა არქანიას შანსი აქვს საქართველოს სახელით იასპარეზოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო