საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ესწრებოდა, რომელმაც ოლიმპიურ კომიტეტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სესიას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო