ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ლაშა ბექაური მასტერსის ჩემპიონია!

ცინდაოს მასტერსის უკანასკნელ დღეს შესანიშნავად იასპარეზა ლაშა ბექაურმა, რომელიც ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიგო!

ბექაურმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა: ჩინელი ებილიგე ბუ, ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი, იაპონელთა ფავორიტი სანშირო მურაო, ნახევარფინალში კი თურქ მიქაილ ოზერლერს სძლია.

გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოიგო და კარიერაში მთავარი გამარჯვება იზეიმა!

2019 წელი ბექაურისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: სექტემბერში ფინეთის ქალაქ ვანტააში ევროპის, ხოლო ოქტომბერში მაროკოს დედაქალაქ მარაქეშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიგო ახალგაზრდებს შორის. ამას გარდა, ივნისში რუმინეთში ევროპის თასზე გაიმარჯვა, ნეაპოლში, ივლისში გამართულ უნივერსიადაზე კი მეორე იყო.

ბექაურის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალია ჩინეთში: 66კგ წონაში ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა მოიგო. დღესვე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო