13 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობდა.
დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. სესია ჩატარდება 18 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში.
აღმასკომის წვრებმა მოისმინეს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის დავით რურუას ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მზადების და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების საოლიმპიადო პერსპექტივის შესახებ.
დღევანდელ სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლისისთვის, ოლიმპიური მედლებით დააჯილდოვა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტები დემიკო ლოლაძე და თენგიზ პაჭკორია.
აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ლოზანა 9 -22 იანვარი, 2020) საქართველოს სპორტული დელეგაციის შემადგენლობა:
ოლიმპიური სოფელი (ლოზანა)
ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა; ინდივიდუალური), ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა; წყვილები), ალინა ბუტაევა (ფიგურული ციგურაობა; წყვილები), იულია ლებედევა-ბითაძე (ფიგურული ციგურაობა; ცეკვები), მიხეილ კაიგოროდცევი (ფიგურული ციგურაობა; ცეკვები), ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ესმირალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა), ალექსეი მენშიკოვი (მწვრთნელი; ფიგურული ციგურაობა), სვეტლანა სოკოლოვსკაია (მწვრთნელი; ფიგურული ციგურაობა), დენის სამოხინი (მწვრთნელი; ფიგურული ციგურაობა), ვახტანგ თედიაშვილი (მწვრთნელი; სამთო-სათხილამურო სპორტი), იბრაგიმ გობოზოვი (მწვრთნელი; ტრამპლინიდან ხტომა), გიორგი ესაკია (მისიის ხელმძღვანელი)
ოლიმპიური სოფელი (სენტ-მორიცი)
ლუკა მჭედლიანი (ციგაობა), ლაშა მჭედლიანი (ციგაობა), ფელიქს ქუმარიტაშვილი (მწვრთნელი; ციგაობა), რუსუდან აფციაური (ადმინისტრაციული პერსონალი)
ოლიმპიური სოფლის გარეთ
მამუკა ხაბარელი (სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი), ემზარ ზენაიშვილი (სეოკ-ის გენერალური მდივანი), მარიამ გიორგობიანი (ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო