ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: ვეკუას 3 ოქრო და ჩემპიონობა!

ეილათში (ისრაელი) მიმდინარე 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუპოვა.

96კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვეკუამ, რომელიც ფიცარნაგზე 15- წლამდელებში წარსდგა, ატაცში სამივე ცდა (118/122/126) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა, ამასთან, მეორე და მესამე მისვლაზე ევროპის რეკორდებიც გააუმჯობესა.

ის საუკეთესო იყო აკვრაშიც. მომავალმა ჩემპიონმა აქაც სამივე მისვლა წარმატებით დააგვირგვინა (144/148/151) და ოქროს მედალი დაისაკუთრა! გარდა ამისა, იმედისმომცემმა ქართველმა ძალოსანმა სამივე შემთხვევაში ევროპის რეკორდები დაამხო!

გიორგი ვეკუას ოქროს მედლები პირველია საქართველოს გუნდისთვის. ცხადია, ევროპირველობის რეკორდი იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 277 კილოგრამიც.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო