ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაგბი: საქართველო საფრანგეთს ესტუმრება!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის შემოდგომის ტესტების ეგიდით 20 ნოემბერს საფრანგეთს შეერკინება! რაგბის კავშირის მიერ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, მატჩი სენტ-ეტიენში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში საფრანგეთი სადღეისოდ მე-7 ადგილზეა, საქართველო კი მე-14 საფეხურზეა.

„ბორჯღალოსნებს“ და „სამფეროვნებს“ აქამდე ერთადერთხელ უთამაშიათ: 2007 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფში, მარსელში, ველოდრომზე, მასპინძლებმა 64:7 გაიმარჯვეს.

იმ შეხვედრაში ფრანგებმა 9 ლელო გაიტანეს, ქართველებმა კი ერთადერთხელ დაამიწეს ბურთი ფრანგების ჩათვლის მოედანში - 72 წუთზე ზვიად მაისურაძემ იყოჩაღა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო