ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფარიკაობა: აფციაურის და ოსიპოვის I საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისა და ფარიკაობის აკადემია ბასას ინიციატივით ორგანიზებული ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურისა და მსოფლიოს ჩემპიონის იური ოსიპოვის სახელობის ტურნირი რაპირაში აფ&ოს-ს თასი დასრულდა.

პირველ საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ბასას განახლებულმა დარბაზმა უმასპინძლა, ქართველ რაპირისტებთან ერთად სომხეთის ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ.

ფინალში ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი 15:8 დაამარცხაა და აფ&ოს-ს თასის პირველი გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილებიც ქართველმა მოფარიკავეებმა, არჩილ უგულავამ და თემურ ჟუჟუნაშვილმა დაიკავეს.
ჩემპიონი და პრიზიორები სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის მეუღლემ ირინა სხირტლაძემ და მსოფლიოს ჩემპიონმა იური ოსიპოვმა დააჯილდოვეს.

ორგანიზატორთა განცხადებით აფ&ოს-ს თასი ტრადიციული და მასშტაბური გახდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო