ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი: შენგელია ლიდერობით ბასკონიამ ჩემპიონი შეაჩერა

ევროლიგის მე-9 ტურში ესპანურმა ბასკონიამ მოქმედ ჩემპიონსა და ევროკალათბურთის ფლანგმან მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 80:70 დაამარცხა.

საფინალო სირენამდე წუთით ადრე შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, 47 წამით ადრე კი ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები 76:70 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში შენგელია მყარად დაუდგა გერმანელ ვოიტმანს და შეტევაში დააჯარიმა. მატჩის დასრულებას 18 წამი რომ აკლდა ქართველმა კაპიტანმა კიდევ ორი საჯარიმო გამოიყენა (78:70), რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა (8/5 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 7/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი - +23 შეადგინა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი.

4 მოგებითა და 5 მარცხით ბასკონია ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. ხვალ ბასკონიელები სანკტ-პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო