ინდიანა პეისერსმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია გამართა და 800-მდე უპოვარს უმასპინძლა. აქციაში თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობდა ინდიანელთა ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძეც.
მადლიერების დღესთან დაკავშირებით NBA-ის ყველა კლუბი მასპინძლობს თავშესაფრებიდან მისულ ხალხს. როგორც წესი მათ საკვებითა და სასმელით უმასპინძლდებიან. ინდიანა პეისერსის აქციას 18 თავშესაფრიდან გამოეხმაურნენ.
მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1789 წლიდან აღინიშნება და მას ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს ყველა შტატში დღესასწაულობენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო