საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო: გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი უკრაინასთან 0:2 დამარცხდა.
მეტოქემ ორივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა: 55-ე წუთზე ნაზარ ვოლოშინმა გახსნა ანგარიში, 76-ე წუთზე კი გუნდის კაპიტანმა ოლეგ ოჩერეტკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
ჯგუფის მეორე მატჩში შესარჩევი ჯგუფის მასპინძელმა პორტუგალიამ 4:0 გაანადგურა პორტუგალია. მეორე ტურში, 16 ნოემბერს, ქართველი 17-წლამდელები სწორედ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან.
13 ნოემბერი, 2019. ევრო 2020 - საკვალიფიკაციო ჯგუფი. პორტუგალია, მანგუალდე, მუნისიპალი
საქართველო 0:2 უკრაინა
გოლები: 0:1 ნ.ვოლოშინი (55), 0:2 ო.ოჩერეტკო (76)
საქართველო: დავით ასათიანი, ზურა ზოსიაშვილი (ზაურ სიჭინავა 78), მიხეილ ავალიანი, საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, ლუკა გაგნიძე, ნოდარ თუთაშვილი (თემურ ტურაზაშვილი 67), გიორგი აბუაშვილი (კაპ), გიზო მამაგეიშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
უკრაინა: პ.ისენკო, ე.კოზიკი, მ.მამპასი, ბ.შუბინი (ა.იაცუკი 57), ნ.ვოლოშინი (დ.შოსტაკი 77), ო.ოჩერეტკო (კაპ), კ.პოპოვი (მ.ხლანი 46), მ.კონონოვი (მ.დიაჩუკი 90), ა.მიკიტუშინი (დ.შოსტაკი 46), ა.ბულეზა, ვ.რომანი
მწვრთნელი: ალექსანდრ პეტრაკოვი
გაფრთხილება: გიორგი ჩხეტიანი
მსაჯები: დ.სახი (ყაზახეთი); ა.ტასიბაიევი (ყაზახეთო), ტ.ჟ.პერეირა კოშტა (პორტუგალია)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო