ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თორნიკე შენგელია ტურის რჩეულია!

ვიტორიული ბასკონიას ქართველი კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა! თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკურმა გუნდმა ობრადორიო 92:79 დაამარცხა, ქართელი ლეგიონერი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

შენგელიამ ბასკონიაში პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთლიანად მე-8 ტურის საუკეთესო შედეგი იყო. ქართველი ფორვარდიც დამსახურებულად გახდა ტურის MVP.

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში მეხუთედ გახდა, ხოლო ამ სეზონში - პირველად. შეგახსენებთ, რომ შენგელია ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს - 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია - 23.6, მესამეზე კი თორნიკე შენგელია - 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო