ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა 2020 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (2002 წელს და გვიან დაბადებულები) 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს 17-23 აგვისტოს, ჩრდილოეთ მაკედონიაში და ჯგუფში მეტოქეებად ეყოლება შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია.
ახალგაზრდულ ნაკრებს (2000 წელს და გვიან დაბადებულები) ანალოგიური, 20-წლამდელთა ტურნირი აქვს 3-12 ივლისს, ლატვიაში. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და ბელგია.
ორივე ტურნირზე ნახვარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.
2016 და 2018 წლებში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა. ბოლო ასეთ ტურნირზე, 2018 წელს ჩვემა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. სწორედ ამ გუნდს უწევს წლეულს ლატვიაში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში.
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები - 2020
ვაჟები, U20 - 3-12 ივლისი, ლატვიაში
A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია
B ჯგუფი: ბელარუსი, ჩრდილოეთი მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო
ვაჟები, U18 - 17-23 აგვისტო, ჩრდილოეთი მაკედონიაში
A ჯგუფი: პოლონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო