1-3 ნოემბერს რუსეთის ქალაქი იჟევსკი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები იჟევსკში ამ შემადგენლობით იასპარეზებს:
60კგ: თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი
66კგ: გიორგი თუთაშვილი და ლუკა კაპანაძე
81კგ: ვლადიმერ ახალკაცი
90კგ: მიხეილ ბექაური და იმედა გოგოლაძე
100კგ: ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე
გოგონები
57კგ: ეთერ ლიპარტელიანი
70კგ: მარიამ ჭანტურია
+78კგ: სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში, მაროკოში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა და ვლადიმერ ახალკაცმა, ილია სულამანიძე კი ვერცხლს დაეუფლა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო