ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: ჭაბუკთა 8 ოქრო ხაბელოვის თასზე!

26-27 ოქტომბერს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში მსოფლიოს 5-გზის და ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის V საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის.

მასპინძელთა გარდა შეჯიბრში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის და რუსეთის გუნდები.

ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ყველაზე მეტი 8 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ოქროს, 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი რუსეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, სომხეთის გუნდის ანგარიშზე თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოა, აზერბაიჯანელებს კი 4 ბრინჯაო ხვდათ.

45კგ: 1.გორ გრიგორიანი (სომხეთი); 2.დათო ფარტენაძე; 3.თორნიკე ასაბაშვილი და ლაშა ლომიძე

48კგ: 1.ალან ხუბაევი (რუსეთი); 2.ნიკა აქიაშვილი; 3.ივანე ტურაშვილი და საბა კობახიძე

51კგ: 1.თაზო სულამანიძე; 2.ნიკოლოზ სანთელაძე; 3.შალვა ლუაშვილი და ომარ გულმამედოვი (აზერბაიჯანი)

55კგ: 1.ლუკა ღვინჯილია; 2.ფარნაგ კომაევი (რუსეთი); 3.ნიკა მელაძე და რეზო ბერიანიძე

60კგ: 1.ბეჟან ბარსონიძე; 2.ჰაიკ აბრამიანი (სომხეთი); 3.თორნიკე ტულაშვილი და ილიას ისაევი (აზერბაიჯანი)

65კგ: 1.გიგი ქურხული; 2.დავიდ ზასეევი (რუსეთი); 3.ილია მუკბანიანი და ედვარდ პოღოსიანი

71კგ: 1.ოთარ ადეიშვილი; 2.ტიმურ ბარტოვი (ისრაელი); 3.მირზა გაჯიევი და  დავით კუჭუაშვილი

80კგ: 1.ნიკა ფესტვენიძე; 2.ნიკა ფანცულაია; 3.საბა ზაქრაძე და ავერ ვერეშაგიანი

92კგ: 1.მამუკა კალაიჯიშვილი; 2.სარმატ ფუხაევი (რუსეთი); 3.იუსიფ დურსუროვი (აზერბაიჯანი) და ხაჩატურ ხაჩატრიანი (სომხეთი)

110კგ: 1.ლუკა რურუა; 2.დავიდ ხადიკოვი (რუსეთი); 3.ალეკო ქადაგიძე და აზან ისმაილოვი (აზერბაიჯანი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო