ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: ჩემპიონატი გოგონებმაც დაიწყეს

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დაიწყო ხელბურთელ გოგონათა ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ზედიზედ მეხუთედ იმართება.

პირველ დღეს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა თბილისის ქარიშხალამ 34:29 დაამარცხა თბილისის მამული, ბრინჯაოს პრიზიორმა ყვარელმა მოუგო თბილისის პეგასს 41:24. დღეს და ხვალ ეს 4 გუნდი კიდევ 4 თამაშს გამართავს, ხოლო 30 ოქტომბრიდან სენაკში გაიმართება დასავლეთ საქართველოს ოთხეულის ტურნირი ქვეყნის ჩემპიონის, ფოთის ოქროს ვერძის, აჭარის, სამტრედიისა და წყალტუბოს გუნდების მონაწილეობით.

პირველი წრე წელს დასრულდება. საგაზაფრულო ეტაპზე 8 გუნდი ერთმანეთში კიდევ თითოჯერ ითამაშებს და ფინალური ოთხეულის მონაწილეებს გამოავლენს.

საქართველოს ჩემპიონატი 2019-20. ქალები, უმაღლესი ლიგა. 23 ოქტომბერი
მამული 29:34 ქარიშხალა
მამული: გორჯოლაძე - მაჭარაშვილი 12, ველიჯანაშვილი 7, ე.ბერიკაშვილი 4, იაშვილი 3, თ.კუბლაშვილი 2, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ქობალია, ჯოხაძე, მირიანაშვილი, მერიძე, ა.ბერიკაშვილი, ქ.კუბლაშვილი, ქარაბაკი; მწვრთნელი: ჯ.კასიანი
ქარიშხალა: არაბაჯევი, ჩხეტიანი - ი.ჩხაიძე 11, ა.ჩხაიძე 10, მ.ცინცაძე 6, ქ.ცინცაძე 5, ხმელიძე 2, დოღაძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, კირვალიძე, დევდარიანი, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი; მწვრთნელი: ი.ციცქიშვილი
მსაჯები: ი.ჭკუასელი, თ.ბჟალავა

ყვარელი 41:24 პეგასი
ყვარელი: ამონაშვილი, ვარდიშვილი - ქიტესაშვილი 14, თეთრაშვილი 12, სურამლიშვილი 7, სმოიანი 5, მიხელიძე 1, მ.ტეტოშვილი 1, აფციაური 1, თავღორიშვილი, ფუღიაშვილი, დ.ტეტოშვილი, კოკორაშვილი, იოსებაშვილი; მწვრთნელები: ზ.ხარებაშვილი, გ.ღონიაშვილი
პეგასი: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი - ე.ჩხაიძე 11, ტარტარაშვილი 4, კორძაია 3, ქებაძე 2, სვანიძე 2, საბაშვილი 2, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, ჯოლოხავა, ე.მაკარაშვილი, დადვანი, ნეფარიძე, ქ.ჩოგოვაძე; მწვრთნელები: ნ.წივწივაძე, თ.ჩოგოვაძე
მსაჯები: ნ.კევლიშვილი, თ.კევლიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო