რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
გუშინ ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე (67კგ) გავიდა, რომელმაც კონტინენტის პირველობა სამი მედლით დაასრულა და ორჭიდის ჯამში დაძლეული 301კგ-ით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ატაცში ჩხეიძემ 135კგ დამოირჩილა და მესამე იყო, აკვრაში კი 166კგ-იანი შტანგა ასწია, რაც მეორე შედეგი გახლდათ.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების აქტივში უკვე 10 მედალია: 2 ოქრო, 4 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონის ტიტული ჯერჯერობით მხოლოდ გოდერძი ბერდელიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცსა და აკვრაში ოქრო-ვერცხლითაც დაიმშვენა მკერდი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო