ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა!

საფრანგეთის მონპელიეს 18 წლის ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე პირველად გავიდა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში და კლუბს პოლონეთის კელცეს დამარცხებაში დაეხმარა - 29:27, იქამდე კი პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის სტარლიგაში.

ჩემპიონთა ლიგაში მონპელიემ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად სტუმრად. ცხოვრებაძე მოედანზე 24-ე წუთზე შევიდა და პირველი ტაიმის ბოლომდე ითამაშა - მან და ჟულიენ ბოსმა შეცვალეს ვალონტან პორტი და იანის ლენი (მონპელიეს მეხუთე ცაციას, მელვინ რიშარდსონს არ უთამაშია).

ცხოვრებაძემ შესვლისთანავე დაარტყა კარში 9 მეტრიდან, თუმცა ააცილა. ის და ბოსი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მარჯვენა ინსაიდისა და გარემარბის პოზიციაზე, კლუბმა კი ტაიმის ბოლომდე უპირატესობა შეინარჩუნა (14:12), ხოლო მატჩი ზუსტად ამავე სხვაობით მოიგო 29:27.

სამი დღით ადრე, საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაში ცხოვრებაძემ თავისი პირველი გოლი გაიტანა. კლუბმა სტუმრად ფრედ ითამაშა სენ-რაფაელთან 29:29, ქაართველის 2 დარტყმიდან კი 1 შედეგიანი იყო. მონპელიეს 6 მატჩიდან 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს და 9 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონატში კლუბს მომდევნო თამაში 16 ოქტომბერს აქვს ისტრთან, ხოლო 19 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაში B ჯგუფის ლიდერს, გერმანიის კილს უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო