10-13 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის.
საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა წლის მთავარ ასაკობრივ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს: ახალგაზრდებმა 9 (მათ შორის 2 ოქრო), ჭაბუკებმა კი 5 (1) მედალი მოიგეს!
ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედლები მოიგეს გიორგი მეხრიშვილმა (48კგ) და დიმიტრი ნასყიდაშვილმა (100კგ). ვერცხლი მოიპოვა გაგა ბახტიძემ (68კგ), მესამე ადგილი კი ავთანდილ მუკბანიანმა (57კგ), საბა გრიგალაშვილმა (62კგ), თორნიკე გვიჩიანმა (74კგ), მიხეილ ნოზაძემ (82კგ), გოჩა ღვაჩლიანმა (99კგ), ხოლო გოგონებს შორის მარიამ ცერცვაძემ (+80კგ) დაიკავეს.
ჭაბუკთა ნაკრების აქტივში ოქრო და 2-2 ვერცხლი და ბრინჯაოა. უმცროს ასაკში ჩემპიონობა იზეიმა ელიზბარ თურქიამ (65კგ), ზაურ დვალაშვილი (82კგ) და ჯუმბერ კოლხიტაშვილი (+87კგ) ფინალში დამარცხდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ანზორ სიდამონიძემ (52კგ) და დიმიტრი ხუციშვილმა (75კგ) მოიგეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო