ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით ჩაამთავრეს, საიდანაც 4 ოქროა, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
თბილისის სპორტის სასახლეში 8-13 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 41 ქვეყნის 700-ზე მეტმა ვეტერანმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სახელით 45-მა ვეტერანმა იჭიდავა.
მსოფლიოს ჩემპიონები აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე, ზურაბ წიქარიძე (ბერძნულ-რომაული) და ლუკა კურტანიძე (თავისუფალი) გახდნენ. ვერცხლის მედალს ვალერი კუპატაძე, მამუკა ხემშიაშვილი, შმაგი გოქაძე, დავით კუპრაშვილი (ბერძნულ-რომაული) და ჯამბული სანაკოშვილი (თავისუფალი) დაუეფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი ჭოჭუამ, მალხაზ გოგოლაძემ (ბერძნულ-რომაული), ალექსანდრე ტაბატაძემ, ვასილ გოგოლაძემ, ალუდა სილაგაძემ, ვახტანგ ნარიაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ, გოჩა კირკიტაძემ, ბონდო სარდანაშვილმა და მალხაზ როზომაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო