ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისში ვეტერან მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს

8-13 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე (100 კგ), ვეტერანთა შორის მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 88 კგ-ში შმაგი გოქაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

გუშინვე სპორტის სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ - შალვა გოგოლაძემ მიმართა და შეჯიბრების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო