28-29 სექტემბერს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც 'Tbilisi Hills Golf & Residences'-მა უმასპინძლა. ჩემპიონატის გამარჯვებული სამხრეთ კორეის წარმომადგენელი მუნ სეი ჰუნი გახდა. ჩემპიონატში 10 ქვეყნის 40-მდე გოლფერმა მიიღო მონაწილეობა.
გოლის ფედერაციის ორგანზებით წელს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატიც გაიმართა. ‘Tbilisi Hills Golf & Residences’-ში გამართული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც ვილნიუსში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში იასპარეზა.
ვილნიუსში საქართველოს გოლფის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს საქართველომ უმასპინძლოს. ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების მოედანი. ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს, მათ შორის ევროპირველობას მე-2 დონის ნაკრებებს შორის.
აღსანიშნავია, რომ გოლფი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. სპორტის ეს სახეობა მანამდე მხოლოდ სამ ოლიმპიადაზე (1900, 1904, 2016) იყო დაშვებული.
ფოტო: საქართველოს გოლფის ფედერაცია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო