ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: გიორგი ჩხეიძე მეოთხეა

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ტაილანდის ქალაქი პატაია მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება. დღეს ტურნირი მძიმეწონოსანთა, +109კგ წონითი კატეგორიის ათლეტების გამოსვლით მთავრდება.

მსოფლიოს ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი ლაშა ტალახაძე მალე დაიწყებს ასპარეზობას, დილით კი B ჯგუფში გიორგი ჩხეიძე ვიხილეთ. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 178, 182 და 185 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. აკვრაში ჯერ 222, შემდეგ 227 კილოგრამს მოერია და მე-6 შედეგი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 412 კილოგრამს მოუყარა თავი და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ბოლო 3 ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ. 2015 წელს ჰიუსტონში (აშშ) 454კგ-ით მოიგო ოქროს მედალი, 2017 წელს ანაჰაიმში (აშშ 477კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, შარშან აშგაბატში (თურქმენეთი) კი 474კგ დააგროვა, ახალი მსოფლიო რეკორდი მიითვალა და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო