ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მაგიდის ჩოგბურთში შიდა ტურნირი ჩატარდა

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროში მაგიდის ჩოგბურთში შიდა ტურნირები ჩატარდა, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფინალური ეტაპი 29 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ვერის ბაღში სპეციალურად კვირეულისთვის მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართება.

სპორტის კვირეული 23 სექტემბერს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა. 27, 28, 29 სექტემბერს, ვერის ბაღში მოწყობილ სპორტულ სოფელში წარმოდგენილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობა. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კვირეული 30 სექტემბერს დასრულდება. ევროპის სპორტის კვირეული დევიზით #BeActive ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის. 2018 წელს ევროპის მასშტაბით კვირეულის ფარგლებში 12 მილიონი ადამიანი 48 500 აქტივობაში ჩაერთო.

2018 წელს, ევროკომისიამ საქართველოს როგორც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას ღონისძიების გამართვის უფლება მისცა. ევროპის სპორტის კვირეული წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო