ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: გოგა ჩხეიძემ რეკორდი გააუმჯობესა!

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 67კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გავიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან B ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. და მან აკვრაში ევროპის რეკორდი 23-წლამდელ ძალოსანთა შორის კილოგრამით გააუმჯობესა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133 და 137კილოგრამი დაძლია, რითაც მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა - 162-166-170 - და მესამე საფეხურზე გავიდა. სწორედ აკვრაში ატაცებული 170 კილოგრამით დააუმჯობესა ჩხეიძემ 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი, რომელიც... მასვე ეკუთვნოდა.

ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამით გოგა ჩხეიძე მეოთხე გახლდათ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო