ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სასტენდო სროლა: საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე

გუშინ, 5 სექტემბერს იტალიის ქალაქ ლონატოში სასტენდო სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. თავდაპირველად სასანგრე სტენდზე მსროლელები ასპარეზობენ, მრგვალ სტენდზე სროლაში შეჯიბრება კი 12 სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მხოლოდ მრგვალ სტენდზე სროლაში იასპარეზებს: ქალებში ნატალია პანასი, მამაკაცებში კი დავით და გივი ქვათაძეები, ასევე ვლადიმერ ნარჩემაშვილი და თენგიზ იმნაიშვილი გამოვლენ. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოვა ლევან კაპანაძე.

ევროპის ჩემპიონატზე მთავარ მსაჯადაა მიწვეული ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული და მედალოსანი თამაზ იმნაიშვილი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო