17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში აპენინელებმა 10:6 სძლიეს ესპანელებს და მთავარი თასი ჩაიბარეს.
გუშინ, ტურნირის უკანასკნელ დღეს საპრიზო და სხვა ადგილების მფლობელებიც გამოვლინდნენ. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები უნგრეთმა მოიგო, რომელმაც საბერძნეთი 10:4 დაამარცხა; მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში მონტენეგრომ 11:10 აჯობა სერბეთს, ხოლო მე-7 ადგილი გერმანიას ხვდა წილად რუსეთთან 12:4 გამარჯვების შემდეგ.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობა მე-10 ადგილზე დაასრულა. ტურნირის უკანასკნელ მატჩში ქართველები 6:11 დამარცხდნენ ხორვატებთან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო