ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭიდაობა: 2 ვერცხლი მსოფლიოდან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახლახანს 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლერი აბულაძე (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87კგ) გადამწყვეტ შეხვედრებში რუსეთის ნაკრების წევრებთან ამაევთან და ერმოლენკოსთან დამარცხდნენ. აბულაძემ 3:5 დათმო ფინალი, ქაცანაშვილი კი მსაჯებმა ორჯერ გააფრთხილეს და ამიტომ წააგო.

ოქროს მედლის მოგების შანსი ქართველ ახალგაზრდებს კიდევ აქვთ. ხვალ ფინალს იჭიდავებს გიორგი შოთაძე (67კგ). მისი მეტოქე სომეხი ხაჩატრიანია. ბრინჯაოს მოგებას ეცდება დიეგო ჩხიკვაძე (60კგ), რომელიც დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალშია და მედლამდე ორი გამარჯვება აშორებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო