ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: ჩემპიონატი ტალახაძის რეკორდით დასრულდა

ძალოსნობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატის ბოლო გამარჯვებულები და პრიზიორები დღეს გამოვლინდნენ. ტურნირი სამ დღეს გაგრძელდა და მასში ასამდე ძალოსანი მონაწილეობდა.

წარმატებით იასპარეზა 102კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოიმ, რომელმაც საქართველოს 5 რეკორდი დაამყარა: ატაცში ძველი მიღწევა ერთბაშად 11, ხოლო აკვრაში 2 კილოგრამით გააუმჯობესა, ორჭიდის ჯამში კი აქამდელ საუკეთესო მიღწევას 13 კილოგრამი დაუმატა.

ჩემპიონატის კულმინაციად ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 4-გზის ოქროსმედალოსნის ლაშა ტალახაძის ასპარეზობა იქცა. მან უპრობლემოდ, დიდი უპირატესობით მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ატაცში კი 219-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდი დაამყარა. საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით არ ჩატარდა და სწორედ ამიტომ არ მიენიჭა ტალახაძის რეკორდს ოფიციალური სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს ოლიმპიური ჩემპიონის ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზმა უმასპინძლა, რომელიც დიღომში, ოლიმპიურ პარკში მდებარეობს.

96კგ
ჩემპიონი: ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) - 323კგ (136კგ+159კგ)
II ადგილი: ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 318კგ (143კგ+175კგ)
III ადგილი: საბა ანთაური (თბილისი) - 283კგ (123კგ+160კგ)

102კგ
ჩემპიონი: ანტონ პლესნოი (თბილისი) - 393კგ (181კგ+212კგ)
II ადგილი: გიორგი კირვალიძე (საჩხერე) - 295კგ (135კგ+160კგ)
III ადგილი: ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) - 279კგ (124კგ+155კგ)

109კგ
ჩემპიონი: აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 331კგ (147კგ+184კგ)
II ადგილი: მირზა დავითაძე (აჭარა) - 262კგ (117კგ+145კგ)
III ადგილი: ვანო ზაქუმაშვილი (დუშეთი) - 255კგ (110კგ+153კგ)

+109კგ
ჩემპიონი: ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 474კგ (219კგ+255კგ)
II ადგილი: ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - 377კგ (175კგ+202კგ)
III ადგილი: თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) - 345კგ (165კგ+180კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო