განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„ტოკიო 2020“-ის სამდივნოს წარმომადგენელმა ტაკაიუკი ოჰირამ და საქართველოში იაპონიის საელჩოს მრჩეველმა მასატაკა ობატამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებზე, მზადების პროცესსა და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
იაპონიის მხარე მზად არის ტოკიოს 2020 ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დაწყებამდე, ტოკუშიმას პრეფექტურაში უმასპინძლოს ქართველ სპორტსმენებს, სადაც ისინი შეძლებენ უკეთესად მომზადებასა და ადაპტაციას.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წელს, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო