ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი ჩოგანი ამ ტურნირზე მე-15 ნომრად ითამაშებს.
გემახსოვრებათ: ახლახანს, ჰამბურგის ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა სწორედ რუბლიოვი დაამარცხა - 7:5, 4:6, 6:3. ცინცინატური პაექრობა მათი მესამე დაპირისპირებაა. ჰამბურგის გარდა ნიკამ რუს მეტოქეს წელს დოჰას საერთაშორისო ტურნირის 1/8-ფინალშიც სძლია - 6:3, 6:4.
ამერიკის ღია პირველობის წინ ცინცინატის მასტერსი ბოლო ტურნირია. წლევანდელი საპრიზო ფონდი 5 მილიონი აშშ დოლარია.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო