4-11 აგვისტოს, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე გაიმართა კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
თბილისში ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა ევროპის კრივის კონფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - ჩემპიონატი კარგად იყო ორგანიზებული და როგორც ევროპული კრივის ხელმძღვანელი პირების, ასევე თბილისში ჩამოსული სტუმრების მოწონება დაიმსახურა. შეჯიბრების დასკვნით დღეს, 11 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლებს დაესწრო - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც ქართველ მოკრივეებს უგულშემატკივრა და მოგვიანებით პრიზიორი სპორტსმენები, მათ შორის ჩემპიონი დავით ჯაფარიძე დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრების მონაგარი:
🥇 გორ აივაზიანი (41,5 კგ)
🥇 გოჩა გორდულავა (44,5 კგ)
🥇 დავით ჯაფარიძე (46 კგ)
🥇 საბა ერემეიშვილი (48 კგ)
🥇 დემურ ქაჯაია (52 კგ)
🥇 გია მითაგვარია (65 კგ)
🥇 ტარიელ შარიქაძე (90-105 კგ)
🥈 თათია ბუკია (70 კგ)
🥈 ლუკა წულეისკირი (38,5 კგ)
🥈 მურად ტაგიევი (40 კგ)
🥈 დავით ხუციშვილი (90 კგ)
🥉 თამარ სამელია (38 კგ)
🥉 ელენე თოდუა (44 კგ)
🥉 ლუკა ბასარია (43 კგ)
🥉 თემურ ქართველიშვილი (72 კგ)
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო