ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო მაისურაძე.

ასევე, წყალბურთელებს მოახლოებულ ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს - მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. სამინისტროს სტუმრობდნენ და მინისტრთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროპის წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - ტექნიკური კომიტეტის თავჯდომარემ, ჯანი ლონციმ და აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორმა, მარკო ბირიმ.

11-18 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში იქნებიან - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი. 11 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 20:30 საათზე დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია.

 

11-18 აგვისტო

თბილისის ოლიმპიური აუზი

17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი                                                                                                                                                                                                

A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა

B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი

C ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია

D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი

 

11 აგვისტო

19:00 საქართველო-რუმინეთი

12 აგვისტო

19:00 საქართველო - მონტენეგრო

13 აგვისტო

19:00 საქართველო-საბერძნეთი

 

ფოტო: სულხან ნამიჭეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო