ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველომ შესაძლოა ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს

30 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად. საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო