ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბაქო 2019: მოჭიდავეებმა ფესტივალი 8 მედლით დაარულეს

ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოჭიდავეთა ასპარეზობები დასრულდა. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65კგ) იყოჩაღა, ბერძენ-რომაელებიდან კი ნუკრი ბენიძემ (51კგ) - მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა (48კგ) და დავით აბდალაძემ (60კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით  ასეთივე შედეგები ჰქონდათ ხვიჩა აბულაძესა (48კგ) და ნიკა ბროლაძეს (60კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2-2 ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასეთივე შედეგი აქვს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდსაც.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო