ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ოლიმპიზმი: მწვრთნელთა გადამზადების კურსები

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით განხორციელდა მასშტაბური პროექტი, რომელიც მწვრთნელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკის შესახებ გადამზადების კურსების განხორციელებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე 324 მწვრთნელს, რომლებიც 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

გადამზადების კურსებს უძღვებოდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

დღეს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროგრამაში მონაწილე მწვრთნელებს სერტიფიკატები გადასცეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო