ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი U20: ჰოლანდია 73:85 საქართველო

საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა FIBA ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გამარჯვებით დაიწყო - ქართველმა ჭაბუკებმა 85:73 დაამარცხეს ჰოლანდია!

მილოშ გრიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარა პირველი და მესამე მეოთხედები - 31:18 და 20:9, რის წყალობითაც სძლია კიდეც მეტოქეს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მატჩებს პორტუგალიის ქალაქი მატოსინიოში მასპინძლებს.

20-წლამდელთა სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, ნიკა მეცხვარიშვილი, ცოტნე ცარციძე და ზურაბ ჟღენტი. ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი ანდრონიკაშვილი გამოდგა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, მაზიაშვილმა კი 17 ქულა მოუტანა გუნდს.

ხვალ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მეორე მატჩი ელის. მეტოქე სომხეთის ნაკრებია. C ჯგუფში მათ გარდა ესტონელი, კოსოვოელი და შვედი 20-წლამდელებიც თამაშობენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო