ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბირთვის კვრა: მუჯარიძე მეხუთეა

შვედეთის ქალაქ გეფლეში მიმდინარე 23-წლამდელ მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ახლახანს დასრულდა ბირთვის მკვრელ ვაჟთა ფინალი. გიორგი მუჯარიძემ კონტინენტის პირველობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ახალგაზრდა მძლეოსანმა გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზა. წესების მიხედვით, ფინალის საგზურს ის ათლეტები ეუფლებოდნენ, რომლებიც ბირთვს მინიმუმ 18.80 მეტრზე გადააგდებდნენ, ან, ამ შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში, 12 საუკეთესოთა შორის მოხვდებოდნენ.

მუჯარიძემ 19.41 მეტრზე ტყორცნა ბირთვი, A ჯგუფში მეორე, 28 მონაწილეს შორის კი მე-5 შედეგი დააფიქსირა.

ფინალში, რომელიც 6 ტყორცნისგან შედგებოდა, ქართველმა მძლეოსანმა ოთხი ცდა გამოიყენა, საუკეთესო კი მეორე აღმოჩნდა - 19.33 მეტრი. სამწუხაროდ, გიორგის მეოთხე და მეექვსე მისვლები გაუცუდდა.

ჩემპიონი სეზონის რეკორდსმენი პოლონელი კონრად ბუკოვიეცკი გახდა - 21.51მ. მეორეზე იტალიელი ლეონარდო ფაბრი გავიდა (20.50მ), შვედი ვიქტორ პეტერსონი კი ბრინჯაოს დაეუფლა - 19.53მ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო