შვედეთის ქალაქ გეფლეში მიმდინარე 23-წლამდელ მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე მედლისთვის იბრძოლებს!
ახალგაზრდა მძლეოსანმა გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზა. წესების მიხედვით, ფინალის საგზურს ის ათლეტები ეუფლებოდნენ, რომლებიც ბირთვს მინიმუმ 18.80 მეტრზე გადააგდებდნენ, ან, ამ შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში, 12 საუკეთესოთა შორის მოხვდებოდნენ.
მუჯარიძემ 19.41 მეტრზე ტყორცნა ბირთვი, A ჯგუფში მეორე, 28 მონაწილეს შორის კი მე-5 შედეგი დააფიქსირა და კონტინენტის პირველობის მედლის მოგების შანსი შეინარჩუნა.
ამ დისციპლინაში მედლები დღეს საღამოს გათამაშდება. აქვე გეტყვით, რომ მუჯარიძემ მარტში 20.27 მეტრზე ტყორცნა ბირთვი, რაც 2019 წლის სეზონის მეხუთე საუკეთესო შედეგია.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო