საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი იაპონური მხარის მიწვევით ფუკუოკაში იმყოფებიან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
გიორგი ათაბეგაშვილი და დავით ქევხიშვილი თავდაპირველად ფუკუოკას პრეფექტურის გუბერნიაში შეხვდნენ ვიცე-გუბერნატორს. დაათვალიერეს ომუტას უნივერსიტეტის ბაზა, სადაც, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდეს შეკრება.
ქართველი სტუმრები ასევე შეხვდნენ ქალაქ ომუტას მერს მასაჰირო ნაკაოს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მომავალში უფრო ფართო ურთიერთობებს, ცოდნის გაზიარებისა და სპორტსმენთა გაცვლითი ტიპის ღონისძიებებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო